მამუკა მდინარაძე: მოსალოდნელია, რომ დღევანდელ აქციაზე სხვადასხვა პარტიის აქტივისტები და მედიასაშუალებები დაძაბულობის ფონის შექმნას ეცდებიან

Read Time:1 Minute, 30 Second

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ დღევანდელ აქციაზე მთელი რიგი პარტიული აქტივისტებისა და, სამწუხაროდ, მედიების მხრიდან ტრადიციულად იქნება მცირე პროვოკაციები და ისინი ეცდებიან დაძაბულობის ფონის შექმნას. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მომავალი, ვისაც უნდა, რომ იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებების უზენაესობა აღიარებულია, შემოგვიერთდით ჩვენი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც იქნება ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრება. დღეს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ უჩვენებს ყველას, რომ ღირებულებით არჩევანს სიკეთის, ჰუმანურობისა და პროგრესის სასარგებლოდ აკეთებს და ბოროტებას, ძალადობასა და რეგრესს მკაფიო უარს ეუბნება!

ამავდროულად, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ათობით ათას ადამიანს, რომელიც დღეს თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას უერთდება და ღირებულებით არჩევანში საკუთარ მყარ პოზიციას აფიქსირებს. ასევე მადლობას ვუხდით ძალიან ბევრ ჩვენს მხარდამჭერს, რომლებსაც დიდი სურვილი ჰქონდათ დღეს ჩვენს გვერდით ფიზიკურად ყოფილიყო, თუმცა, კონკრეტული მიზეზების გამო ისინი შეკრებაზე მოსვლას ვერ ახერხებენ, მაგრამ სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით თვალს გვადევნებენ და, რაც მთავარია, ჩვენი შეკრების სულისკვეთებას თავიდან ბოლომდე იზიარებენ.

კარგად გვესმის, რომ ხალხმრავალმა, ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა შეკრებამ, შესაძლოა, ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაადგილების პროცესში გარკვეული დისკომფორტი შექმნას, თუმცა, მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას, რომელმაც ზუსტად იცის, რომ, როდესაც საქმე ქვეყნის მომავალს ეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს საკითხია.

რაც შეეხება უშუალოდ შეკრებას, მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი პარტიული აქტივისტებისა და სამწუხაროდ, მედიების მხრიდან ტრადიციულად იქნება მცირე პროვოკაციები, ეცდებიან შექმნან დაძაბულობის ფონი, თუმცა ყველა ჩვენს მხარდამჭერს გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით ამ მდარე პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი შეკრებისთვის ჩრდილის მიყენებასა და მათთვის სასურველი სურათის შექმნას.

ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია წლების განმავლობაში ბრძოლით მოპოვებული თავისუფლების დაცვა, განვითარება თუ სამართლიანობა, შემოგვიერთდით და ყველას ერთად ვუჩვენოთ სად, რომელი ღირებულებების მხარეს დგას ჩვენი ქვეყანა და ქართული საზოგადოება! გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანა დევდარიანი-ქართველ ხალხს კოაბიტაცია რომ სდომოდა, 2012 წელს იმ ფესვგადგმულ „ნაციონალურ“ რეჟიმს ვერ მოვიშორებდით. ხალხს კოაბიტაცია არ უნდოდა. დღეს, ის ადამიანები, ვინც ამაში გვარწმუნებდა, რომ კოაბიტაცია ქართველი ხალხის დაკვეთა იყო, ისევ „ნაციონალური მოძრაობისკენ“, თავისი ორგანული მოკავშირისკენ გადაბარგდნენ
Next post ია მეტრეველი – დღეს გადამწყვეტი დღეა და აუცილებელია, ბევრნი ვიყოთ, 30-ში აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება, დავასრულოთ ბოროტი ძალა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია