მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: გმირ პოლიციელებს ვერც დაემუქრება ვინმე და ვერც შეაშინებს

Read Time:42 Second
გმირ პოლიციელებს ვერც დაემუქრება ვინმე და ვერც შეაშინებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა.
 
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, ყველაზე მარგინალური ლიდერი ქართული ოპოზიციისა, კვლავ იმუქრება, მაგრამ ქართული სახელმწიფო არის შემდგარი და მისი მუქარის არავის ეშინია. მას საუბედუროდ 9 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ მუქარა საქმეში გადაეზარდა და ეს სახადი ქართულმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ უკვე მოიხადა და საბედნიეროდ, მას აღარასდროს მიეცემა საშუალება, რომ იგივე გააკეთოს, რასაც თავისი მმართველობის პერიოდში აკეთებდა.
 
მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც მისი მუქარის სუბიექტები ხშირად ხდებიან და ადამიანებს, რომლებიც ყველას უსაფრთხოებას იცავენ. სამწუხაროდ, ყოფილი მთავარსარდალი ამ ადამიანებს ემუქრება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა „სპეცრაზმელები დოქსოპულოები არიან, დედა და მამა არ ყავთ თუ რა?!, უნდა მივიდეთ მათ დედასთან და მამასთან, თავის შვილებს აუწიონ ყური და სახლში მოიყვანონ“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კომუნიკაციების კომისიამ კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა
Next post ცესკოში თამარ ჟვანიას გადადგომას არ ადასტურებენ