მამუკა მდინარაძე: მივესალმებით პრემიერის ინიციატივას საწვავისა და სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით და თუ საჭირო გახდება, ამ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება

Read Time:32 Second

მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრემიერის ინიციატივას საწვავისა და სურსათი ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით და თუ საჭირო გახდება, პრემიერის და მთავრობის ამ ინიციატივას ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ეს არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა არის ძალიან მაღალი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ალბათ ბევრია ადამიანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შარშანდელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ კიდევ შეიძლებოდა ამ ნიშნულით გაგრძელებულიყო ზრდა. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს გახლავთ, რომ ამის კვალდაკვალ ჩვენ შევძლოთ ფასები დარეგულირება და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეტოს იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა აისახოს თითოეულ მოქალაქეზე“, – აღნიშნა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი სურსათზე: ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა, რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით
Next post მამუკა მდინარაძე – ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს