მამუკა მდინარაძე – მე, ირაკლი კობახიძე და მეორე მხარეს სააკაშვილი ვერ შევრიგდებით, ვერც წარსულზე შევთანხმდებით

Read Time:42 Second

მე, ირაკლი კობახიძე და მეორე მხარეს სააკაშვილი ვერ შევრიგდებით, ვერც წარსულზე ვერ შევთანხმდებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„რატომ ვერ ჩამოყალიბდით საერთო ნარატივზე ვერ მივხვდი? შერიგების და ვირტუალური თანხმობის ნარატივს რატომ წევთ წინ, რომელიც დღის წესრიგში მის „ავტორს“ არ დაუყენებია. საქართველოს პრეზიდენტი ამის ავტორი არ არის. ის სხვა თემაზე საუბრობს, თქვენ სხვა თემაზე. არ მგონია, ეს სწორი იყოს.

ის ადამიანი ჩვენც გვესაუბრა, მეც ვიყავი ერთ-ერთ შეხვედრის მონაწილე და განაცხადა, რომ გასული წლები სწორად უნდა შევაფასოთ, დასკვნები გამოვიტანოთ, მსგავსი საუბრები გვქონდა. თქვენ ამბობთ ეროვნულ თანხმობას და შერიგებას. მე, ირაკლი კობახიძე და მეორე მხარეს სააკაშვილი ვერ შევრიგდებით და ვერც წარსულზე ვერ შევთანხმდებით. შეიძლება საქართველოს პრეზიდენტს ისეთი განზრახვა ჰქონდეს, რაც საერთო გადაწყვეტის საკითხი იყოს. უფრო ზუსტად რომ განვმარტო, საერთო შეფასებები ყველას შეიძლება ჰქონდეს. თუ წარსულთან მიმართებაში ასეთი გადაკვეთის წერტილები იქნება კარგია, მაგრამ შერიგება და მსგავსი საკითხები არ ყოფილა“,- აღნიშნავს მდინარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე საკადრო ცვლილებებზე: არ მაქვს უფლება რაიმეს უარყოფის ან დადასტურების, ეს არის პრემიერის პრეროგატივა
Next post ირაკლი კობახიძე: 2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება