მამუკა მდინარაძე: მეხუთე კოლონის მხრიდან განსაკუთრებული დუმილია იმაზე, რატომ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართველი სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვით დაიწყო

Read Time:1 Minute, 40 Second

რადიკალურ ოპოზიციას ჩემს გუშინდელ განცხადებაში მითითებულ არც ერთ პუნქტზე პასუხი არ აქვს. ერთადერთი, რაც პასუხად მოვისმინეთ, კვლავ „ფეიკი’“ და ოცდამეერთე საუკუნის შადიმანების მიერ ნაწარმოები კამპანიის გაგრძელებაა საკუთარი ქვეყნისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მეხუთე კოლონის მხრიდან განსაკუთრებული დუმილია იმაზე, თუ რატომ დაუჭირეს იმ რეზოლუციას მხარი, სადაც ეწერა, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართველი სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვით დაიწყო და რუსეთის შეტევა საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული.

„მათ არ აქვთ პასუხი: 1. რატომ ააგორეს ცრუ კამპანია საქართველოში ასოციათასი თუ ნახევარი მილიონი რუსეთის მოქალაქის შემოსვლის შესახებ?!

2. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად რატომ ცდილობენ საქართველოს დაზიანებას ყველაფრის ფასად – მათ შორის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისადმი პრორუსულობის იარლიყის მიკერებას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით?! და რატომ ვერ აღმოჩნდა ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადიც კი მათი ამ ისტერიული კამპანიისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი?!

3. რატომ ატყუებენ ყველას, რომ რუსეთთან რძეზე და ყველზე მიდის მოლაპარაკებები ახლა, მოცემულ სიტუაციაში, როდესაც, ამ შემთხვევაშიც გაირკვა, რომ კერძო კომპანიების მიერ 2020 წელს გაგზავნილი წერილის პასუხთან გვაქვს საქმე?!

4. რატომ არიან ჩართულები ომის პროპაგანდაში და რატომ ცდილობენ საკუთარი ქვეყნის გაწირვას კატასტროფისთვის?!

5. რატომ შემოაპარებს ხოლმე მათი რომელიმე აქტივისტი ინფორმაციას, რომ თითქოს ქართული სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილის შეცვლა ხდება?!

6. რატომ ცდილობენ დისკრიმინაციის გამართლებას და ამით ქვეყნის ომში ჩათრევის ალტერნატიული შანსის გაჩენას ან იმ ასიათასობით ქართველისათვის უდიდესი რისკის შექმნას, რომლებიც რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ?!

7. ერთადერთ მდარე პიარსვლაზეც, რაც ამ მხილების პასუხად ქონდათ:
რატომ ცდილობენ ხალხის მოტყუებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომ ჩვენ თავს ვესხმით უკრაინის ხელისუფლებას მაშინ, როდესაც ხაზგასმით ვამბობთ, რომ მათი ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ამისთვის მოცლისა და კრიტიკის მიუხედავად, ჩვენ პირიქით, ყველა ფორმატში გავაგრძელებთ მათ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

და ბოლოს, მათ კვლავ არ გაუციათ პასუხი კითხვაზე, რატომ დაუჭირეს იმ რეზოლუციას მხარი, სადაც ეწერა, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართველი სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვით დაიწყო და რუსეთის შეტევა საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული?!

არის თუ არა ეს საკუთარი ქვეყნის ღალატის განსაკუთრებული და უნიკალური მტკიცებულება?! ამ კითხვაზე მეხუთე კოლონის მხრიდან განსაკუთრებული დუმილია“, – წერს მამუკა მდინარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ კატლეტები და რულეტები“ – მედვედევი MCdonald’s-ის გადაწყვეტილებაზე
Next post უკრაინაში რუსულ სამხედრო თავდასხმებს 71 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა – ლუდმილა დენისოვა