მამუკა მდინარაძე მელიას და ხოშტარიას ბანერებზე: მე უფრო მგონია, რომ ეს არის მელიას გამიჯვნა სააკაშვილისგან

Read Time:39 Second

მე უფრო მგონია, რომ ეს არის ნიკა მელიას გამიჯვნა მიხეილ სააკაშვილისგან, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას წინასაარჩევნო ბანერებს.

„რაც შეეხება დესტრუქციას, არსებობს ამის ბუნებრივი მოლოდინი. როდესაც ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, თითოეულ სოფელში რა კეთდება, რა გაკეთდა, რისი უკეთ გაკეთება შეიძლება, ამის ნაცვლად ისინი საერთოდ არ აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, ვერ ახერხებენ კანდიდატების დასახელებას. მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთი კანდიდატი ჰყავთ დასახელებული. ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ დესტრუქცია მოსალოდნელია, მაგრამ ამასაც უკვე ყავლი გაუვიდა. ტყუილებსა და ბოროტებაზე დაფუძნებული კამპანია შედეგს ვერასოდეს ვეღარ მიიღებს. თუ იმაზე შევთანხმდებით, რომ თავი დაანებონ ამ ტყუილებს, რომელიც საბედნიეროდ არ ჭრის, და ვიკამათოთ საქმეზე, ეს მისასალმებელი იქნება, თუმცა ამის მოლოდინი არ გვაქვს“, – აცხადებს მდინარაძე.

წინასაარჩევნო ბანერებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ელენე ხოშტარია და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სხვადასხვა საარჩევნო ნომრით არიან წარმოდგენილები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: „ფაიზერი“ საკმარისია ქვეყანაში და მოვუწოდებ ყველა ორსულ ქალბატონს, ასევე მათ, ვინც დაორსულებას გეგმავს, აუცილებლად აიცრან
Next post ეკატერინე ტიკარაძე – სასწრაფო-გადაუდებელი დახმარება მუშაობს მაქსიმალური ჩართულობით, თუმცა დაგვიანებები არსებობს, ამ გადატვირთვის პირობებში წარმოუდგენელია, ჩვენ ეს უარვყოთ