მამუკა მდინარაძე: ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც „ნაცმოძრაობაა“ მსოფლიოში არ არის

Read Time:41 Second

ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“ მსოფლიოში არ არის. ისინი ყოველთვის ცდილობენ, როდის როგორ აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესები გაატარონ. ჩვენ ვცდილობთ სხვა რამეს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პრიორიტეტი საქართველოს ინტერესებია.

„ჩვენ ვცდილობთ საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეთ. ისინი ცდილობენ საქართველოს ინტერესებს რუსული ინტერესები დაარქვან. ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან და ყველამ დაიმახსოვროს – რომელი ქვეყნის ინტერესები არ უნდა ატარონ, (ელენე ხოშტარიამ რუბლების სანაცვლოდ, სხვამ სხვა რამის სანაცვლოდ) საბოლოო ჯამში, ყველა სხვა ქვეყნის ინტერესი იქნება მეორეხარისხოვანი და პირველ პლანზე იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამას არ გვპატიობენ, ამისთვის გვებრძვიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან გაიხსენა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო და ახლა საუბრობენ რუსული ინტერესების გატარებაზე სხვისი მხრიდან. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს თავის პარტნიორებთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე – უმრავლესობის სხდომაზე ჩვენს დასწრებაზე უსაფუძვლო აჟიოტაჟია, პარტია, ფრაქცია დავტოვეთ, ვთქვით, რომ ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა არ იყო, არგუმენტები არ აქვთ და თავდასხმაზე გადადიან
Next post ირაკლი რუხაძე: სანამ „იმედი“ არსებობს ყველა ლეგალურ მეთოდს გამოვიყენებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ მობრუნდეს