მამუკა მდინარაძე: თუ იქნება სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს

Read Time:36 Second

თუ იქნება სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეიძლება ვერ მიიღოს. თუმცა, მაშინაც, როდესაც ეს ერთხელ არ მოხდა და საქართველომ, თავისი მეგობარი ორი ქვეყნისგან განსხვავებით მიიღო მხოლოდ ევროპული პერსპექტივა, მაშინაც შეგვეძლო გვეთქვა, და ვსაუბრობდით სხვათა შორის, რომ ობიექტურობის შემთხვევაში სტატუსი უნდა მიიღოს, მაგრამ ვერ მივიღეთ. მსჯელობის საშუალება არის პესიმისტური სცენარისთვისაც და ოპტიმისტური სცენარისთვისაც. ნახევრად სავსე, ან ნახევრად ცარიელ ჭიქაზეც შეგვიძლია გესაუბროთ. თუ ვიღაცები, მაგალითად გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები დარწმუნდებიან, რომ სატატუსის ვერმიღებით საქართველოში სიტუაციას ვერ შეცვლიან, ანუ ხელისუფლებას ვერ შეცვლიან, უფრო მეტი შანსია მივიღოთ სტატუსი. ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, არამედ ბევრი ადამიანი ობიექტურად ფიქრობს ასე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩიბურდანიძე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მართვაში, შეაფერხოს პროცესები და გაწელოს დრო
Next post მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას შეუძლია, რომ არ იყოს ვიღაცის დასაყრდენი, ვისაც ძალიან შეიძლება აწყობდეს და ეროვნულ ინტერესად მიაჩნდეს, რომ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი იყოს გახსნილი