მამუკა მდინარაძე – თუ ვამბობთ, რომ ჩვენ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენს მეგობრებს, ეს ანტიდასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?

Read Time:42 Second

„ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ თავს ვესხმით დასავლეთს. თავდასხმა რას ნიშნავს? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენს მეგობრებს, ეს ანტიდასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ PALITRANEWS-ის ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ადამიანი, რომელიც სადისტური სისტემის შემქმნელი იყო, რომელსაც ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევენ და ამაზე მმართველი პარტია საყვედურს აცხადებს, არ შეიძლება ეს ანტიდასავლურად ჩაითვალოს.

„საქართველოს მოსახლეობის ოთხმოცდაათი პროცენტი სადისტად და ამ სადისტური სისტემის შემქმნელებად ვისაც უყურებს, მათ შორის, ერთ-ერთ მთავარ ადამიანს თუ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევენ და ჩვენ ამაზე ვუსაყვედურებთ, ეს არის ანტიდასავლურობა? ხომ არ შეიძლება ეს ანტიდასავლურობა იყოს. ამაში ხომ დიდი სპეკულაცია და დიდი ანტიდასავლურობაა თავის მხრივ, ჩადებული. ეს ხომ ასეა ობიექტურად. ადეიშვილზე ვლაპარაკობთ, ვიკამათოთ ადეიშვილი არის თუ არა ამ სისტემის შემქმნელი? ხომ არ არის საკამათო მომენტი, თვითონაც ვერ კამათობენ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ედიშერ გვენეტაძე: “ხალხის ძალამ” კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ადამიანები, რომლებიც თვალის დაუხამხამებლად ყიდიან იმას, რაც სინამდვილეში არ გააჩნიათ და რომელსაც ჰქვია სინდის-ნამუსი
Next post ამერიკულმა საერთაშორისო გამომცემლობამ, Nova Science Publishers, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მონოგრაფია გამოსცა