მამუკა მდინარაძე: თუ არ იქნება ძალადობა მოქალაქეების მხრიდან, არ იქნება რეაქცია პოლიციისგან

Read Time:32 Second

თუ არ იქნება ძალადობა მოქალაქეების მხრიდან, არ იქნება რეაქცია პოლიციისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, თავად აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცოტნე კობერიძემ გამოიყენა სიტყვები „გადაგივლითო“.

„გამორიცხულია [შარშანდელი] პროცესების განმეორება. თუ არ იქნება ძალადობა მოქალაქეების მხრიდან, ბუნებრივია, არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თუ იქნება, ბუნებრივია, პოლიცია გასცემს ამაზე სათანადო პასუხს. ცოტნე კობერიძის სიტყვები ყოფილა „გადაგივლითო. ასევე, ჩემმა კოლეგამ გაახმოვანა, რომ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი არის ზივზივაძე და ეს ადამიანი აორგანიზებს ახლა ძალადობას. თუ ასეთი იქნება, ამ შემთხვევაში მოუწევს პოლიციას რეაგირება. სხვა შემთხვევაში, პოლიცია რაც არ იქნება იმაზე რეაგირებას ვერ მოახდენს“,- აღნიშნა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებით, ეს იყო დაგეგმილი და ამის მტკიცებულება მაქვს – მდინარაძე
Next post თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილზე: საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი, ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი