მამუკა მდინარაძე – ზედმეტ შიშებს ნუ მივეცემით, კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაფერი კონტროლდება

Read Time:38 Second

ყველა მონაცემი არსებობს, რომ ვთქვათ – ქართული სახელმწიფო ასეთ გამოწვევებთან საბრძოლველად ისეა მზად, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დღეს ქართული სახელმწიფი კორონავირუსთან დაკავშირებით აბსოლუტურ მზადყოფნაშია და ყველაფერს გააკეთებს, რათა უპატრონოს თითოეულ მოქალაქეს.

„ბუნებრივია, არის პრობლემა და საკმაოდ სერიოზული, რომელსაც მსოფლიო დღეს ებრძვის, მაგრამ საქართველო არავისზე ნაკლებად ხარჯავს ძალისხმევას. საუბარი მაქვს განვითარებულ, პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნებზე. ზედმეტ შიშებს ნუ მივეცემით, ყველაფერი კონტროლდება. ვნახეთ, რომ როგორც კი საზღვარზე ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, შესაბამისი წესების დაცვით გადაიყვანეს ის ადამიანი სტაციონარში. ყველაფერი კეთდება, რათა რისკ-ფაქტორები მაქსიმალურად იქნეს დაზღვეული და გამორიცხული. ამ რისკის პრევენციისთვის ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან სახელმწიფო აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ საზოგადოების თითოეულმა წევრმა ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფოს, რათა მაქსიმალური პრევენცია მოხდეს, რაც კი შესაძლებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post TI-ს ანგარიშში მობილური ინტერნეტ აბონენტების შესახებ 11%-15%-იანი ცდომილებებია
Next post შს სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს