მამუკა მდინარაძე “ვეტინგზე”: საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველების მიერ, ეს არის პრინციპი, რომელიც არ გადაიხედება

Read Time:35 Second

საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველების მიერ, ეს არის პრინციპი, რომელიც არ გადაიხედება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ვეტინგზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის ქვეყნები, სადაც ვეტინგი დანერგეს, სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა მსოფლიო რეიტინგში რამდენიმე ათეული ქულით უკან არიან. მანვე აღნიშნა, რომ ეროვნული ამოცანაა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყოველთვის საქართველოს მოქალაქემ მიიღოს.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ეს პრინციპი დანერგეს, ის ქვეყნები სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა მსოფლიო რეიტინგში რამდენიმე ათეული ქულით უკან არიან, ბუნებრივია იმ ქვეყნებისთვის მიბაძვას არ ვაპირებთ, რომლებმაც უკან დაიხიეს ასეთი რეფორმების კეთებით. შესაბამისად, თუკი ამას ემატება ის ეროვნული ამოცანა, რომ არასდროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით არ მიიღონ და მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის საქართველოს მოქალაქემ, მაშინ გასაგებია, რატომ არ ვეთანხმებით ვეტინგს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩიბურდანიძე: უცხოური ფული ძირითადად ხმარდება ფსევდო ლიბერალიზმის გავრცელებას საქართველოში, თუკი ამ მიმართულებით დაფინანსებას შეამცირებენ, გაგვიხარდება
Next post მამუკა მდინარაძე – ყველაფერს ვაკეთებთ და ვახერხებთ, რომ ორი კრიზისის, ომებისა და პანდემიის ფონზე, 6%-ზე შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი