მამუკა მდინარაძე: ე.წ. ვეტინგის თემას დახურულად ვაცხადებთ, ქვეყნის კონსტიტუციასა და დამოუკიდებლობაზე დარტყმას ჩვენი საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ

Read Time:31 Second

ე.წ. ვეტინგის საკითხი შეგვიძლია, რომ დახურულად გამოვაცხადოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს, რომ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.

„ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს არცერთ სფეროსთან დაკავშირებით ისეთი სისტემის შექმნას, სადაც საქართველოს ან მისი ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ სხვა ქვეყნებთან. კატეგორიულად და პრინციპულად ვაცხადებთ, რომ სუვერენიტეტზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე და დამოუკიდებლობაზე დარტყმას ჩვენი საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ. ამიტომ, ეს საკითხი დახურულია და თავს ნუ შეიწუხებენ ზედმეტი დაძალებისგან და თუ პიარკამპანიებისგან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია
Next post მამუკა მდინარაძე – ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახსნას, ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების კიდევ ერთი უხეში დარღვევა