მამუკა მდინარაძე: დიდი ალბათობით, მაჟორიტარობის კანდიდატი არ ვიქნები

Read Time:39 Second

დიდი ალბათობით, 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი არ ვიქნები – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მაღალი ალბათობით, მე მაჟორიტარი არ ვიქნები. ბოლო დღეებია ამ გადაწყვეტილებამდე და შეიძლება სხვანაირადაც მოხდეს, რადგან საბოლოო კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით არ გამართულა პოლიტსაბჭოში, მაგრამ მაჟორიტარი დიდი ალბათობით, არ ვიქნები და მე უფრო გადართული ვიქნები შტაბის საქმიანობაზე და უფრო აქ მექნება ჩემი ენერგიის დახარჯვის საშუალება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, ხომ არ იქნება ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, მდინარაძე ამბობს, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი.

„შტაბის უფროსის მოადგილეობა მოგვიწევს ყველას, მთელ პარტიულ აქტივს, ლიდერს თუ არა ლიდერს. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. შტაბში ყველანი ჩართულები ვიყავით. წინა შემთხვევაში და ამ შემთხვევაშიც იგივენაირად ვიქნები ჩართული, როგორც ადრე ვაკეთებდი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტიული აქტივი მოქმედებდეს სწორად, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა ბექაური: სადაც ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ, იქ ჩნდება უფლებამოსილებაც, კარგია, რომ ეს გაითავისა ბიზნესმაც
Next post ირაკლი ბერაია: რუსი ოკუპანტები და დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ერთი მედლის ორი მხარე