მამუკა მდინარაძე-დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ, გასაკვირი ის იქნებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო

Read Time:48 Second

დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ. გასაკვირი ის იქნებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო, – ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის ღია წერილს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„დამოკიდებულებასაც თავი რომ დავანებოთ, უპრეცედენტო საინფორმაციო ომში, რომელიც ცალკე ივანიშვილის და ცალკე საქართველოს წინააღმდეგ მომდინარეობს, სიმართლის გამარჯვებას უდიდესი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, გამორიცხული და შეუძლებელია დავუშვათ ფილანთროპი – მიზანთროპად და ოლიგარქად, სიკეთე – ბოროტებად, დემოკრატია – ავტორიტარიზმად, პერსპექტივა – უიმედობად, წარმატებული ქართული სახელმწიფო – მაჩანჩალად, ძლიერი ქართული და ამაყი ჯარი – მკვდარზე აკიდებულ მკვდრად და ბევრი რომ არ გავაგრძელო, თეთრი შავად შეასაღონ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას.

თეორიულად რომ დავუშვათ – ეს თუ გაიტანეს, როგორღა უნდა დავიცვათ სიმართლე სხვა მიმდინარე, ყოველდღიურ თემებში?!

არ შეიძლება ქართველ ხალხზე გქონდეს წარმოდგენა, რომ მას არ შეუძლია გაარჩიოს ეს ყველაფერი ერთმანეთისგან, ან არ დააფასოს დასაფასებელი და ასე მარტივად გახდეს ყოვლად ამორალური ფეიკპროპაგანდის მსხვერპლი!

საბედნიეროდ, ყველა ჯერზე, ქართული საზოგადოება ამტკიცებს, რომ ის დგას იქ, სადაც სიმართლე, სიკეთე, საკუთარ სამშობლოზე ზრუნვა, რწმენა და ამ ქვეყნის ღირსეული, თავისუფალი, სამართლიანი და ევროპული მომავალია!“ – წერს მდინარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე იაკობი: ჩვენთან მიმართებით, ევროპა სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა – ევროპა რომ მართალი იყოს, ახლა, როცა საპარლამენტო დებატებზე უარს ამბობენ, 10 ევროპარლამენტარი მაინც იტყოდა: „იქნებ, ერთად დასხდეთ და სიტუაცია დავაწყნაროთ“
Next post რატი ბრეგაძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალზე მოხსენებით წარსდგა