„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას დარჩა შთბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხში საზოგადოებრივი აზრის ეშინია. მისივე თქმით, პრეზიდენტმა იცის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამის წინააღმდეგია.
„პრეზიდენტს საზოგადოებრივი აზრის ცოტა ეშინია კიდევაც – მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. მან იცის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი რაღაცის წინააღმდეგია და შეიძლება მას უნდოდეს რაღაც ნაბიჯის გადადგმა და ამას ვერ აკეთებდეს სწორედ ამის გამო. მის განცხადებაში ეს ორმხრივი კრიტიკა ამის დამადასტურებელია“, – განაცხადა მდინარაძემ.
სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განმარტა, თუ რატომ არ იწყალებს მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს. პრეზიდენტის განცხადებით, ყველამ უნდა დაამთავროს ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის შელახვა.