მამუკა მდინარაძე: დაახლოებით 10 დღის წინ გადავწყვიტეთ, რომ შალვა ელოშვილი ყაზბეგის მერობის კანდიდატი აღარ ყოფილიყო

Read Time:47 Second

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ყაზბეგის მერის თანამდებობაზე პარტიის ყოფილი კანდიდატის, შალვა ელოშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც imedinews-თან საუბარში მდინარაძემ განმარტა, დაახლოებით 10 დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, შალვა ელოშვილი ბაკურ ავსაჯანიშვილით ჩაენაცვლებინა, რის გამოც განაწყენებულმა ელოშვილმა პარტია დატოვა.

„შალვა ელოშვილი ამბობს, რომ ტოვებს გუნდს და ისეთ ინტერპრეტირებას უკეთებს ამ განცხადებას, თითქოს ის მერობის მოქმედი კანდიდატია. ეს არაა სიმართლე. დაახლოებით 10 დღის წინ პარტიაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის აღარ ყოფილიყო კანდიდატი. ეს იყო 62 კანდიდატიდან ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ მერობის კანდიდატის ჩანაცვლება მოგვიწია – ბაკურ ავსაჯანიშვილის კანდიდატურით. ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობდა ყაზბეგში ჩვენი აქტივისტებისა და მხარდამჭერების არაერთგვაროვანი დამოკიდებულებიდან. უკვე 9 აგვისტოს, როდესაც IRI-ის ორგანიზებით მერობის კანდიდატებთან ტრენინგები გაიმართა, ამ ტრენინგს ელოშვილი უკვე აღარ ესწრებოდა. მისი განცხადების იმგვარი ფორმით წარმოჩენა, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და ამის გამო აღარაა მერობის კანდიდატი, არ არის სწორი. რაც შეეხება პარტიიდან მის ​წასვლას, ეს გამოწვეულია განაწყენებით პარტიაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყაზბეგის მერობის „ქართული ოცნების“ ყოფილმა კანდიდატმა შალვა ელოშვილმა მმართველი პარტია დატოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: სამჯერადი რეინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა
Next post სალომე ზურაბიშვილი: ყველა ქართველი ქაბულიდან სამშობლოსკენ უსაფრთხოდ მოემართება – ჩვენი ბრიტანელი, თურქი და ამერიკელი პარტნიორების მადლობელნი ვართ