მამუკა მდინარაძე – გლობალური ომის პარტია გამოგონილი არ არის, ვნახეთ, რომ რაღაც ძალებმა საქართველოსთან მიმართებით შეძლეს არაობიექტური გადაწყვეტილებების მიღება – ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე იმოქმედეს

Read Time:1 Minute, 16 Second

გლობალური ომის პარტიას რომ ვახსენებთ, ჩვენი შერქმეული სახელია, მაგრამ ჰაერიდან მოტანილი და გამოგონილი არ არის. ვნახეთ, რომ რაღაც ძალებმა საქართველოსთან მიმართებით შეძლეს არაობიექტური გადაწყვეტილებების მიღება – ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე იმოქმედეს – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როდესაც კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, ყველა კრიტერიუმით ვიყავით წინ.

„იქ რაზე იყო ლაპარაკი, ის ტყუილი იყო თუ მართალი ერთია და მეორეა – [საგარეო პოლიტიკასთან] თანხვედრაში არმოსვლა ტყუილი იყო. მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტს შევუერთდით, რაც კი საერთაშორისო ასპარეზზე იყო წარმოდგენილი და 600-ზე მეტი დოკუმენტია ასეთი. მათ შორის, ხაზგასმით ვამბობ სულ, ჰააგასთან მიმართებით რუსეთის წინააღმდეგ, რა თანხვედრაზეა ლაპარაკი, თუ ჩვენ გვაქვს ფაქტი და არა ისევ ჩვენი შეფასება, რომ ჰააგასთან მიმართებითაც კი, სადაც რუსეთის გასამართლებაზეა საუბარი, ამ დოკუმენტსაც უერთდება საქართველო, ყველა დანარჩენი სპეკულაციურია განცხადება, რომელიც ამბობს რომ ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრაში ამ საკითხებთან არ მოდიოდა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა რამდენიმე თვეში იმ გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც საქართველოს არ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და მხოლოდ ერთი საფეხურით წასწია წინ და მიანიჭა მხოლოდ პერსპექტივა უკრაინასა და მოლდოვასთან განსხვავებით, გამოაქვეყნა კრიტერიუმები, სადაც ყველა წამყვანი კრიტერიუმით საქართველო იყო პირველ ადგილზე. “ევროკავშირმა ამ ნაბიჯით თავადვე აღიარა, რომ იმ კრიტერიუმებით, რომელიც ჩემთვის განმსაზღვრელია როდესაც ვანიჭებ რაღაც სტატუსს ქვეყანას, ამის მიუხედავად, მე არ მივანიჭე კანდიდატის სტატუსი. გამოქვეყნებული კრიტერიუმები ამაზე მეტყველებდა. აი ამ ფონზე არსებობს რაღაც ძალა, თუ გნებავთ გლობალური ომის პარტია დავარქვათ, გნებავთ X ძალა, ამ X ძალას შესწევს უნარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა პირველ ადგილზეა, ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მას არ მიენიჭოს სტატუსი და მიენიჭოს სხვა ქვეყანას, რომელიც ამ ქვეყანას ჩამორჩება ყველა კრიტერიუმით” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კეთილი იყოს შენი მობრძანება ილია კაჭარავა- ქეთი ხატიაშვილს და დავით კაჭარავას შევილი შეეძინათ
Next post მამუკა მდინარაძე – სააკაშვილმა შეცდომა კი არ დაუშვა, ჩვეულებრივი თაღლითია, რომელიც ხან საწოლიდან გადმოვარდნას, მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნას, ხან დემენციას და რაღაც სიგიჟეებს იგონებდა