მამუკა მდინარაძე – გენერალური პროკურორის არჩევის წესზე დათქმები არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას, არც ჩვენ გამოგვადგება ის, რაც ცივილიზებული სამყაროს პრაქტიკა არ არის

Read Time:34 Second

გენერალური პროკურორის არჩევის წესზე კონსტიტუციურ პროექტში დათქმები არ არის შესაბამისობაში იურისპუდენციასთან და არც საერთაშორისო პრაქტიკასთან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც ცივილიზებული სამყაროს პრაქტიკა არ არის, არც საქართველოს გამოადგება.

„თავის დროზე ეს იყო კომპრომისული შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე და ამაზე თვალს ვხუჭავდით. ცესკო-ს თვმჯდომარის არჩევის შემთხვევაშიც, ნახეთ, რომ სამი ფორმალური კენჭისყრა ჩავატარეთ, რათა მეოთხედ ვიღაც აგვერჩია. ასეთ ფორმალობებსა და დათქმებს, რაც იურისპუდენციასთან და საერთაშორისო ცივილიზებულ პრაქტიკასთან ახლოს არ არის, არაფრის მომტანია, არავითარი საფუძველი და იურიდიული ლოგიკა არ გააჩნია. ამიტომ ჩვენ ამაზე უარს ვიტყვით, ამაზე წინასწარ შევთანხმდით. პრინციპში, დიდი წინააღმდეგობა არც ოპოზიციას გაუწევია, რადგან ისინიც ხვდებიან ამას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში განიხილავენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი – ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას
Next post კახა კუჭავა – გვაქვს და გვექნება მხარდაჭერა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასა და საერთაშორისო საზოგადოებისგან