მამუკა მდინარაძე-ბოდიში ყველასთან იმისთვის, რომ არ ვარ საქართველოში და ადგილზეც ვერ მივდივარ

Read Time:24 Second

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დიღომში, აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

,,ამ დროს სამძიმრის სიტყვებიც ზედმეტია…
ეს ტრაგედია ჩემს სამაჟორიტარო ოლქში ხდება და ბოდიში ყველასთან იმისთვის, რომ არ ვარ საქართველოში და ადგილზეც ვერ მივდივარ.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ძალიან მოკლე დროში დადგინდეს შემთხვევის გამომწვევი მიზეზები!
ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს.
ჯანმრთელობას ვუსურვებ დაშავებულ ადამიანებს, ჩვენ მათ გვერდით ვართ!”-– წერს მდინარაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

 

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა დოლიძე: მოამზადეთ საუკეთესო ტანსაცმელი და ჩაეხუტეთ შვილებს. რადგან თქვენ მოკვდებით
Next post კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, დღეს ღუდუშაურის კლინიკაში ორსული ქალი გადაიყვანეს