მამუკა მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრების შესახებ ვიცი და ისიც ვიცი, რომ სამწუხაროდ, ეს ადამიანები პოზიციას არ იცვლიან – თუმცა რამდენიმეს გარდა, სხვების გადარწმუნების რესურსი არის

Read Time:45 Second

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრების შესახებ ვიცი და ისიც ვიცი , რომ სამწუხაროდ, ეს ადამიანები პოზიციას არ იცვლიან, თუმცა რამდენიმე ადამიანის გარდა, ვფიქრობ, სხვების გადარწმუნების რესურსი არის,-ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მედიას განუცხადა.

მდინარაძის თქმით, შეხვედრები ივანიშვილის ინიციატივით მიმდინარეობს და ინდივიდუალურად რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა.

“საუბრის დეტალები არ ვიცი, ყველა სიტყვა დეტალურად არავის მოუყოლია. შეხვედრების შესახებ ვიცი და ისიც ვიცი, რომ სამწუხაროდ ეს ადამიანები პოზიციას არ იცვლიან, თუმცა რამდენიმე ადამიანის გარდა, ვფიქრობ სხვების გადარწმუნების რესურსი არის და იმის რესურსიც არის, რომ გავიტანოთ ხვალ საკითხი კენჭისყრაზე და დავასრულოთ პოზიტიური შედეგით, ჩვენი გადაწყვეტილება დავტოვოთ ძალაში. ხვალ უმრავლესობის სხდომაზე გაგრძელდება საუბარი და ხვალ, როდესაც კენჭისყრაზე გამოვა საკითხი, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, მე ამის იმედი მაქვს. ყველანაირად შევეცდებით, რომ ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედოს”,- განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრები გამართა იმ მაჟორიტარ დეპუტატებთან, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან. ბიძინა ივანიშვილი უკვე შეხვდა ირაკლი შიოლაშვილს და დიმიტრი ხუნდაძეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის ორი მატჩი გაიმართა
Next post თბილისში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა