მამუკა მდინარაძე – არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია იქნება მკაცრი

Read Time:59 Second

რამდენიმე ტექნიკური და სამართლებრივი საკითხი საჭიროებს პასუხის გაცემას, მათ შორის, ჩვენი ოპონენტების მხრიდან იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო ვერსიაზე შევჯერდეთ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის თაობაზე, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონსულტაციების შედეგებთან დაკავშირებით განუცხადა.
„უახლოეს პერიოდში ჩვენ ველოდებით ცხედრის გადმოსვენებას საკუთარ ოჯახში. ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება დაჩქარდეს და ყველაფერი უმოკლეს დროში მოხერხდეს”, – განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება რეზოლუციის პროექტს, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე რეზოლუციის პროექტი არ გადის, რადგან კონსულტაციები გრძელდება.
“ჩვენ კონსულტაციებს ვაგრძელებთ. თქვენ იცით, რომ ეს კონსულტაციები წინა დღეების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. არის მათ შორის, ტექნიკური და სამართლებრივი დეტალები, რაც გადაწყვეტასა და პასუხის გაცემას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შესაძლებელია რამდენიმე დღე დაგვჭირდეს, რომ საბოლოო ვერსიაზე შევჯერდეთ. რეზოლუცია იქნება საკმაოდ მკაცრი, ასახავს რეალურ მიდგომებასა და პოლიტიკას ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს პარლამენტის, დეოკუპაციის პრაქტიკულ ამოცანებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ველოდებით მაქსიმუმ რამდენიმე დღეში”, – განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება ერთობლივი რეზოლუციის მიღებას, მისივე განცხადებით, რამდენიმე ტექნიკური და სამართლებრივი საკითხი საჭიროებს პასუხის გაცემას, მათ შორის, ოპონენტების მხირდან იმისთვის, რომ საბოლოო ვერსიაზე მოხდეს შეჯერება.
“ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მგონია, რომ მოხერხდება ამ დღეების განმავლობაში და აქედან გამომდინარე, მოხერხდება საბოლოო ვერსიაზეც შეჯერება”, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ის ელჩი იან კელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დახურულ შეხვედრას მართავს
Next post ბრიტანელი ლეგენდარული კომიკოსი კენ დოდი გარდაიცვალა