მამუკა მდინარაძე: არსებობენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კონკრეტული ძალები, რომლებსაც ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილური განვითარება არ აწყობთ
ჩვენ რომ ყველა ის პუნქტი კი არა მეათედი მაინც რომ შეგვესრულებინა, რასაც მოგვიწოდებდნენ, სად იყო გარანტია იმისა, რომ ეს ქვეყანა ომში არ ჩაერთვებოდა?!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებსაც საქართველოში მშვიდობა და სტაბილური განვითარება არ აწყობთ.
„გლობალური მასშტაბის უსერიოზულესი გამოწვევებია. ზოგი ბირთვულ საფრთხეზე საუბრობს. ფაქტია, რომ მშვიდობისკენ ამ საოკუპაციო ომს პირი ჯერ არ უჩანს. არის ურთულესი მდგომარეობა და რაც უფრო რთულია, მით მეტად არის გასათვალისწინებელი კონტექსტი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ახლა რომ ცდილობენ გააქილიკონ, მეორეხარისხოვან ამბად, ტერმინად აქციონ მშვიდობა, ასე არ არის – პირიქით. ეს არის მშვიდობა, რომელიც ხანდახან უფრო რთულად გადასატანია, ვიდრე ომი, რადგან ამას თავისი სირთულეები ახლავს. თქვენ ხედავთ შემოტევებს, რომელიც არ არის ქვეყნის შიგნიდან. მათ ხან გლობალური ომის პარტიად მოვიხსენიებთ, ხან გარე ძალებად, ხან მათ პატრონებად და ა.შ., მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ რეალურად არსებობენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კონკრეტული ძალები, რომლებსაც არ აწყობთ ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილური განვითარება. უკრაინა თუ იბრძვის იარაღით, ადამიანური მსხვერპლით, ჩვენ ვიბრძვით, მათ შორის პიარული ხერხებით, კონკრეტული პრინციპული გადაწყვეტილებებით და ამას უპირისპირებენ ათას ბინძურ ნარატივს.
რუსეთი საოკუპაციო ომს აწარმოებს უკრაინაში, შენ დედაქალაქიდან 30 კილომეტრში ოკუპანტის ტანკები, ჯარისკაცები გიდგანან და სხვა რომ არაფერი იყოს, პირდაპირი მოწოდებები რომ არ ყოფილიყო მათ შორის ომის, მაშინაც კი ზედმეტი იყო საუბარი იმაზე, რომ რისკები არ არსებობს. ჩვენ რომ ყველა ის პუნქტი კი არა მაგის მეათედი მაინც შეგვესრულებინა, რასაც მოგვიწოდებდნენ, სად იყო გარანტია იმისა, რომ ეს ქვეყანა ომში არ ჩაერთვებოდა და არ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი?!“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...