მამუკა მდინარაძე: ადამიანებს ყველანი მოვბეზრდით, ეს კინკლაობა მობეზრდათ
ამ ხელოვნურ კრიზისს ადამიანები ტელევიზორში ყოველ დღე უყურებენ, რომ რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, ჭიდილი, კინკლაობა. მგონი, ყველანი მოვბეზრდით, ეს კინკლაობა მობეზრდათ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„ხელოვნურია კრიზისი, რომელიც მოგონილ ფაქტებზე არის დაფუძნებული. მთავარი ფრაზა იყო ის, რომ არჩევნები გაყალბდა, ამით დაიწყეს საზოგადოების აღელვების მცდელობა და შემდეგ უკვე სხვა მოვლენები განვითარდა. გაყალბებული არჩევნები იყო ტყუილი, ეს დაადასტურა მთელმა მსოფლიომ. ჩვენ შევთავაზეთ ოპონენტებს, რომ შემოსულიყვნენ და თვითონ ენახათ, თუ რამე გაყალბდა ან რაიმე სერიოზული გადაცდომა მაინც თუ იყო. ამაზე უარი გვითხრეს, რადგან თავადაც იცოდნენ, რომ იქ არაფერი გაყალბებულა. 11 ათასზე მეტი მათი დამკვირვებელი და წარმომადგენლები აწერდნენ ამაზე ხელს. თუნდაც ამ ხელოვნურ კრიზისს ადამიანები ტელევიზორში ყოველ დღე უყურებენ, რომ რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, ჭიდილი, კინკლაობა. მგონი, ყველანი მოვბეზრდით, ეს კინკლაობა მობეზრდათ. როდესაც ფასები ძვირდება, პანდემიამ უდიდესი და უსერიოზულესი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკონომიკას, სოციალურად დაუცველ ადამიანებს. 5-6-7%-იანი ეკონომიკური ვარდნის პირობებში, შენ კიდევ მოგონილი კრიზისით ცდილობ ეს რეალური კრიზისი გააღრმავო, მგონია, რომ შენი ქვეყნის საქმეს არ აკეთებ. აი ეს პრეტენზია გვაქვს ჩვენ მათთან, მაგრამ ამას აქვს მეორე მხარეც, ჩართულია მთელი ევროპა. ევროკავშირის წარმომადგენლობაა ამაში ჩართული და ერთ მხარეს დგას ულტიმატუმი და მეორე მხარეს ვდგავართ ჩვენ, რომელებიც პრაქტიკულად მათ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ვაწერთ ხელს, რამდენიმე მცირე შენიშვნა გვაქვს. მეორე მხრიდან არის კვლავ ულტიმატუმი და აღარ არის ამის დრო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...