მამუკა მდინარაძემ გიორგი ვაშაძეს ირაკლი კობახიძისგან სჩუქრად საათი გადასცა

Read Time:32 Second

”საზოგადოებამ კარგად იცის შავის და თეთრის, კეთილისა და ბოროტის გარჩევა. ბოლო რამდენიმე წელია, საზოგადოება სწორ არჩევანს აკეთებს და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება“, – განაცხადა „ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან, გიორგი ვაშაძესთან დებატებისას.

მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძის წინასაარჩევნო სარეკლამო კლიპებს გამოეხმაურა. „მისი ტყუილების შესახებ აუცილებლად უნდა ვთქვა. მან საათებით პიარ კამპანიის მოწყობა გადაწყვიტა და სარეკლამო კლიპში გამოფინა საათი, რომელიც საერთოდ არ იყო ჩემი და ასევე ირაკლი კობახიძის საათი, რომელიც საერთოდ არ იყო მისი. მინდა ირაკლი კობახიძისგან საჩუქრად გადავცე მას საათი, რომელიც როგორც კი დახედავს, არა მხოლოდ დროს შეახსენებს, არამედ იმასაც, რომ არ უნდა მოიტყუოს“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post  ირაკლი ჩიქოვანი – შეუძლებელია უდიდესი პატივისცემა და მადლიერება არ გამოხატო იმ თავგანწირვისთვის, რაც ვეტერანებმა ჩვენი სამშობლოსთვის გასწიეს  
Next post მამუკა მდინარაძე: თანმიმდევრული და სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად 2024 წელს ჩვენ განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე