მამუკა ბახტაძე – პარტიაში მიმდინარეობს ჯანსაღი პროცესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა

Read Time:31 Second

პარტიაში მიმდინარეობს ძალიან ჯანსაღი პროცესი, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავოსში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რაც შეეხება სასამართლოს, პრემიერის თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ამ საკითხზე პრინციპული განაცხადი უკვე გააკეთა.

„ბუნებრივია, კრიტერიუმების და პროცედურების დადგენა აუცილებელია, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ საქმე გვაქვს ძალიან ჯანსაღ პროცესთან. მე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა ისიც განვაცხადე, რომ ჩვენ არასოდეს ჩავერევით დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში. საქართველოში ჩვენ 2012 წელს დავასრულეთ დრო, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები სასამართლოს „ალაგებდნენ“. რაც შეეხება პროცედურებსა და ობიექტურ კრიტერიუმებს, ის აუცილებლად გასაწერია და თავსებადი უნდა იყოს საუკეთესო მსოფლიო და ევროპულ პრაქტიკასთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი
Next post გორელმა ბავშვმა თავისი გატაცების ამბავი მოიგონა