მამუკა ბახტაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა

Read Time:33 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„გუშინ მხუთავმა აირმა ჩვენი შვიდი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, თუ სხვადასხვა დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები.

მოგეხსნებათ, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, მათ შორის ეს შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე მომხმარებლებსაც. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს დღეს ამაზე საუბარი, ვალდებული ვართ, რათა ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს.
ასევე აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუბაზ სანიკიძე სააკაშვილს ჰოლანდიაში ეახლა…
Next post ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა