მამა პეტრე: არ მინდა საახალწლო ნათურები ჩემ ჯიბეზე მიაერთოს, კალაძემ თავის ჯიბეზე მიიერთოს, მან გადაიხადოს

Read Time:2 Minute, 0 Second

დიდი მადლობა ბატონო რუსთაველი რომ გაჩახჩახებულია, მაგრამ არ მინდა ბატონო  ჩემმა ხელისუფლებამ გრინჩის როლია შეასრულოს და ის ნათურები ჩემ ჯიბეზე  მიაერთოს, თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის ჯიბეზე მიიერთოს. მან გადაიხადოს. მოსალხეობა ნუ გადაიხდის, მუმ გაამწარებს ეს ხელისუფლება ახალ წელს შობას, ახალ წელს. ” – ამის შესახებ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელმა, სვეტიცხოვლის საკათრედრო ტაძარში მოღვაწე მამა პეტრემ(პეტრე კოლხი) გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“არ მაინტერესებს არცერთი პოლიტიკური სპექტრი. არ მინდა ჩემს ქვეყანაში რეალური ადამიანები რეალურად კვდებოდნენ რეალური შიმშილით. ეს არის ხელისუფლების ბრალი. მარტო შვილებს და ჩემს ოჯახს არა, მარტო ჩემს შვილებს და ათასობით ოჯახს ახალი წლის მერე შუქი ჩაუჭრეს იმიტომ, რომ კომუნალური ვერ გადავიხადეთ.

ჯერ სულიერი ჩუქი ჩაგვიქრეს, ოცნება მოგვიკლეს – ხელისუფლებამ მოგვიკლა. არ გაბედოს და ვუღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს საპატრიარქოში, ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო. მე ვიბრძვი სიმართლისთვის და არავის მხარე არ მაინტერესებს…

ჩვენ ქვეყანაში სამღვდელოების 80% კვდება მშიერი. მე ვიცი რომ ამას ყველა ვერ გაახმოვანებს. ყველას არ ჰყავს 100 000- დოლარიანი ჯიპები! ხალხნო,  ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ. მე ვიცნობ სასულიერი პირის ოჯახებს, რომლებიც მხოლოდ ჯვრის წერის შემოსავალზე, ნათლობაზე ცხოვრობდნენ, მაგრამ პანდემიამ ბოლო მოუღო ჯვრის წერას. რითი იცხოვროს იმ მღვდლის ოჯახმა ვისაც 12 შვილი ჰყავს?

ბევრი სასულიერო პირი ამას ვერ ამბობს, ბევრი არ იტყვის იმიტომ რომ, აი რისი ეშინიას გამო… მაბარებენ, მამაო ჩემი სახელითაც ისაუბრე, აბსოლუტურად გეთანხმები მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისევ ჩირგვებში დაიმალებიან.

მე არ მაინტერესებს რისი ეშინიათ.

ქრისტიანობა არის ადამიანთა მსახურება. ადამიანთა მსახურებიდან იწყება ღვთის მსახურება. თუ ადამიანებს კარი მიუხურე და მშიერი ადამიანი ვერ დააპურე, რაში მჭირდება მაშინ ან ასეთი მღვდლობა ან ასეთი ღვთისმსახურობა.

რაში მჭირდებ მღვდლობა თუ ჩემი მღვდლობის გამო მე ვერ ვიმუშავე საჯარო სამსახურში და ჩემი ოჯახი ვერ ვარჩინე. მე არავის ვეუბნები ჩემი ოჯახი მირჩინოს. მე იმის პირობები ხომ უნდა მქონდეს ჩემს ქვეყანაში მინიმუმ იმის დონეზე, რომ ჩემი ოჯახი არ იყო გაჭირების მიღმა და კომუნალურების გამო იყინებოდეს ამ ზამთარს. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ 2022 წელს, მშიერ ბავშებზე, გაყინულ ბავშვებზე.

კონკრეტულ სასულიერო იერარქებთან მისაუბრია ამაზე, ეს პრობლემა რომ არსებობს ჩვენს ქვეყანაში.

ჩემთვის მთავარი ის კი არ არის მიტინგები მოვაწყო ქუჩაში. ჩემთვის მთავარია ერტად მოვნახოთ გამოსავალი.” – განაცხადა მამა პეტრე კოლხმა.

 

სასულიერო პირმა ასევე მისი დღევანდელი პოსტი სოციალუ ქსელ “ფეისბუქში” განმარტა და განაცხადა:

“ეს ხელისუფლება ვისაც 2 ლარს უხდის ხელფასის სახლით, ისინი შეტევაზე გადმოდიან და მეუბნებიან, არ გყოფნის, რა არ მოგწონს ჩვენს ქვეყანაში,  ხედავ როგორ გაჩახჩახებულია რუსთაველი.

დიდი მადლობა ბატონო რუსთაველი რომ გაჩახჩახებულია, მაგრამ არ მინდა ბატონო  ჩემმა ხელისუფლებამ გრინჩის როლი შეასრულოს და ის ნათურები ჩემ ჯიბეზე  მიაერთოს, კალაძემ თავის ჯიბეზე მიიერთოს, მან გადაიხადოს. მოსალხეობა ნუ გადაიხდის, ნუ ჩაამწარებს ეს ხელისუფლება შობას -ახალ წელს.”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სად არის თქვენი აღშფოთება? – დავით ქართველიშვილი აშშ-ის საელჩოს სააკაშვილის ე.წ. „შავ სიაზე“
Next post საგარეო უწყება: ყაზახეთში საქართველოს საელჩო ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი