მამაჩემმა თავი მოიტყუა… ძალიან, ძალიან ნანობს“ – ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

Read Time:1 Minute, 0 Second

მამაჩემის საქართველოში ჩამოსვლა დიდი შეცდომა იყო…თავი მოიტყუა და მგონია, რომ ძალიან ნანობს…მის ადგილას მეც ვინანებდი, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის შედეგად სააკაშვილმა ტრავმა მიიღო და რეალობის უკეთესად დანახვა მოუწია.

“მამაჩემის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან დიდი შეცდომა იყო და მაგრამ პრინციპში მე არც გამკვირვებია. მე ვისმენდი მის საუბარს ამაზე საჯაროდ და მეც იგივეს მეუბნებოდა, რომ მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ამის გაკეთების. აქამდე მიდგომა იყო ისეთი, რომ ის კრიზისებში იგდებდა თავს და პოულობდა გამოსავალს უცებ. ვარდების რევოლუცია და ა.შ. დიდი კრიზისების გადაწყვეტით მიაღწია მან წარმატებას.

ალბათ, კიდევ ერთხელ ეგონა რომ შეძლებდა ამის გაკეთებას, მაგრამ მე არასდროს ვთვლიდი, რომ ეს შესაძლებელი იყო, არ იყო რეალური შექმნილ სიტუაციაში. თუ უბრალოდ შევხედავთ მხარდაჭერის დონეს, ხელისუფლების ტიპს და ა.შ. უბრალოდ, ეს არ იყო რეალისტური და ძალიან სამწუხაროა, რომ მამაჩემმა თავი მოიტყუა წლების განმავლობაში.

ის არც იყო საქართველოში და მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია მიდიოდა მასთან. თვითონაც ფილტრავდა, რაც უნდოდა ის ესმოდა. ამან უბიძგა მას უდიდესი შეცდომის დაშვებისკენ, რომელსაც მგონია, რომ ძალიან ძალიან ნანობს. მის ადგილას მეც ვინანებდი, სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ის ამას არ გაიმეორებს მომავალში, იმიტომ რომ იმდენად დიდი ტრავმა მიიღო ამის შედეგად და აშკარად მოუწია რეალობის უკეთ დანახვა”, – საუბრობს ედუარდ სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ყველა მსჯავრდებულის ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი, ამიტომ სააკაშვილს შევთავაზეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც მან უარი განაცხადა. ბუნებრივია, იძულების მეთოდს ვერავინ გამოიყენებდა
Next post ზელენსკი ილონ მასკს: თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და თავად იხილავ