მამას უთხრეს რომ დაიღუპა, გაიხსნა საფლავი და ცარიელია-თამუნა მუსერიძე

Read Time:37 Second

არასამთავრობო ორგანიზაციის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში 44 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე წერს, როდესაც მისი თქმით ქუთაისში, ხონელიძის სამშობიაროში მშობლებს უთხრეს, რომ მათი ახალშობილი დაიღუპა და სასწრაფოდ დაკრძალვა მოსთხოვეს.

მუსერიძის ინფორმაციით განჩინების საფუძველზე 20 თებერვალს საფლავი გაიხსნა და ცარიელი აღმოჩნდა.

„44 წლის წინ ქუთაისში ხონელიძის სამშობიაროში დაიბადა გოგონა, რომელიც მეორე დღეს შეუყვანეს დედას, წუთით დაინახა, იყო ქერა და ცისფერთვალა. ამ დროს ექთანი ყვირილით გააგდეს ოთახიდან – ჩვილთან ერთად. რატომ შემოუყვანეთ, ხომ იცოდით რომ ბავშვი არ უნდა ენახაო. დედა გაბრუებული ჰყავდათ, ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი. მესამე დღეს დაიბარეს მამა და უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა. სასახლე მოიტანეთ ღამით და იმ წამსვე დამარხეთო. ასეც მოიქცნენ, გვიან ღამით წამოიღეს დაჭედილი სასახლე და დაკრძალეს. ერთი წელია ვიბრძვით მასალებისთვის. განჩინების საფუძველზე დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა“, – წერს თამუნა მუსერიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
100 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დარჩიაშვილი: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში
Next post დაჩი ცაგურია ოპოზიციაზე- რა დავაშავეთ უფალო, რომ ესინი ჩვენთან ერთად გააჩინე ამ ქვეყანაში, ეს უტიფრები, ეს უჯიშოები ესინი!