მალხაზ მაჩალიკაშვილი – ჩვენო მესამე პრეზიდენტო და მომავალო პრეზიდენტო, შენს გვერდით დგას ადამიანების არმია და ნებისმიერ წამს სიცოცხლესაც გაწირავს თქვენ გამო

Read Time:45 Second

ჩვენო მესამე პრეზიდენტო და მომავალო პრეზიდენტო, შენს გვერდით დგას ადამიანების არმია და ნებისმიერ წამს სიცოცხლესაც გაწირავს თქვენ გამო, – განაცხადა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიმართა მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა.

„მე პირველ რიგში აქედან მინდა, ჩვენს მეგობარს, ჩვენს პრეზიდენტს, პირადად ჩემს ძმას მივესალმო და ვთხოვო რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ვინ რას იზამს და როგორ ფიქრობს, ეს მისი ამბავია, მაგრამ ეს პირადი ჩემი თხოვნა იქნება.

ბატონო მიხეილ, პრეზიდენტო, ჩვენო ქვეყნის მესამე პრეზიდენტო და ჩემო მომავალო პრეზიდენტო, შენს გვერდით დგას ეს არმია, რომელიც ამათ არ დაიჩოქებს, რომელიც ყოველ წუთას და ყოველ წამს იქნება თქვენ გვერდით და ნებისმიერ წამში სიცოცხლესაც გაწირავს თქვენ გამო.

პირადად მე ვარ ერთი ჯარისკაცი და ჩემნაირი უამრავია ჩემ გვერდით და იქნება სიცოცხლის ბოლომდე. იყავით მხნედ, ჩვენ ამ ივანიშვილის რეჟიმს დავაუძლურებთ და დაუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს, თქვენს ქვეყანას.

თქვენ შეუდგებით ქვეყნის მშენებლობას და განვითარებას, ეს სულ მალე იქნება“, – აღნიშნა აქციაზე გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტზე: არ გინდა აცრა, კი, ბატონო, მაშინ შეეგუე, ერთგვარ დისკომფორტს
Next post კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული