მალხაზ თორიამ სამედიცინო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში ინტენსიური ტესტირების საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა

Read Time:37 Second

,,კოვიდ-19“-ის მართვის პროცესში საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების 2 თვიანი გეგმის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით  ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს.

სიახლე სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემრულებელმა მალხაზ თორიამ გააცნო. რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხევდრაზე ტესტების აღების ლოკაციებზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს მასშტაბი, მხოლოდ სახელმწიფო დღეში დაახლოებით 20 ათასი ტესტს გააკეთებს, რასაც კიდევ დაემატება კერძო ლაბორატორიების მიერ ჩატარებული ტესტები. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

სწრაფად მოხდება ინფიცირებულთა გამოვლენა, რომლის მიზანია შეზღუდვების პარალელურად, ინფიცირების სტატუსზე მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება და მათი სწრაფი ტრიაჟი. ეს გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუროებში განთავსებას და მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას. მოხდება ყველა შესაბამისი უწყების მობილიზება, როგორც რესურსების, ისე სამუშაო დატვირთვის თვალსაზრისით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჟვანია: ოპოზიციის თვალთახედვით, ყველა არჩევნები გაყალბებულია მანამ, სანამ სასურველი შედეგები არ დადგება
Next post უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება