მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქცია ბრძოლის იარაღად და არა მიზნად – ჩვენთვის ეს მიზანია

Read Time:49 Second

ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქცია ბრძოლის იარაღად და არა მიზნად – ჩვენთვის ეს მიზანია, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არის პოლიტიკური ძალები, რომლებისთვისაც კანდიდატის სტატუსი არის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მათ ძალაუფლება მოიპოვონ.

„თავიდანვე ცხადი იყო, პარლამენტში, ვის ჰქონდა სურვილი ემუშავა და სერიოზულად შეეხედა ევროკავშირის რეკომენდაციებზე. ჩვენ ვნახეთ იმ ადამიანების ქცევა, რომლებიც დღეს ყველაზე ხმამაღლა ყვირიან და დადიან ქვეყნის გარეთ და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც მათ არც სურვილი გამოუხატიათ და არც დაუპირებიათ, რომ ამ პროცესის მონაწილეები ყოფილიყვნენ.

ეს არის ყალბი საქციელი მათი მხრიდან, ყალბი სურვილი, რომ თითქოს მათ სურთ ევროკავშირში რაიმე წარმატების მიღწევა. სინამდვილეში, ერთადერთი სურვილი რაც მათ აქვთ და აწუხებთ, ეს არის რომ შემთხვევით არ მოხდეს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს და ამ ხელისუფლების პირობებში მოხდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობას. პარტიამ ბოიკოტი გამოაცხადა იმ საკითხების მიმართ, რომელთა განხილვაც მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი. ამ პროცესში „ნაციონლური მოძრაობის“ გვერდით დგას „სტრატეგია აღმაშენებელიც“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლედ ქეთევან თურაზაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
Next post შენგელია და შერმადინი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ