მაია ცქიტიშვილი: სახმელეთო საზღვართან შედარებით, საჰაერო მიმოსვლისას ინფექციის კონტროლის ბევრად მეტი საშუალება არსებობს

Read Time:37 Second

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომ იხსნება მხოლოდ საჰაერო საზღვარი. „რუსთავი 2“-ის ეთერში ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მიზეზად ცქიტიშვილმა მეზობელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების მაღალი დინამიკა დაასახელა.

„მხოლოდ საჰაერო საზღვარი იხსნება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელება ბევრად უფრო მაღალი დინამიკით და მაჩვენებლებით ხასიათდება, ვიდრე საქართველოში. გახსოვთ თუნდაც თურქეთის ოფიციალური სტატისტიკა, როდესაც დღეში 300 შემთხვევა ჰქონდათ და უკვე რამდენიმე ათეულ ათასზე გადავიდნენ, იმიტომ რომ მეთოდოლოგია შეიცვალა. იგივე, რუსეთის მაჩვენებლები, სადაც დღეში მხოლოდ 10 000 შემთხვევაა, არ იქნება მთლად სანდო. ჩვენი ინფორმაციით, იქ გავრცელების დინამიკა არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოში. ამდენად, სახმელეთო საზღვრების გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში ვირუსის შემოტანის რისკებს. საჰაერო მიმოსვლის დროს ინფექციის კონტროლის ბევრად უფრო მეტი საშუალება არსებობს“ – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალექსანდრე გოგინავა: იმედი მაქვს, 2021 წლის შემდეგ კორონავირუსი მწარე მოგონებად დარჩება
Next post ნათია თურნავა: მთავრობა შემდეგ კვირას ქვეყანაში შემოსვლის წესების ლიბერალიზაციაზე იმსჯელებს