ჩემთვის, როგორც მისი გუნდის წევრისთვის, სამწუხაროა, რომ მანს ეს გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე საუბრისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან დიდი კომფორტია, როდესაც გუნდში ასეთი ლიდერია, რომელსაც უზომო ავტორიტეტი აქვს.
„ძალიან დიდი კომფორტიცაა, როდესაც გუნდში ასეთი ლიდერია, რომელსაც აქვს უზომო ავტორიტეტი და რომელიც ატარებს უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელსაც ქვეყნის განვითარება ჰქვია. მისი ხედვა ყოველთვის იყო ის, რომ მაშინ, როდესაც ის ჩათვლიდა, რომ სწორ გზაზე დააყენებდა ქვეყნის განვითარებას და მათ შორის გუნდის განვითარებასაც, გარკვეულ ეტაპზეც ის დატოვებდა პოლიტიკას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.