მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი პოლიტიკური მიზნებისთვის ყველაფერზე წავა. ის მედიკოსი არ არის და ვერ აცნობიერებს იმას, რომ 1-2 წლის შემდეგ მისი გონებრივი შესაძლებლობები აბსოლუტურად სხვანაირი იქნება – ეს რომ იცოდეს, ამას არ გააკეთებდა

Read Time:1 Minute, 8 Second

დამატებითი კვლევა პრაქტიკულად არ ჩატარებულა. პაციენტის კარგად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენ ვხედავდით, რამდენიმე თვეზე გაჭიმულ ექსპერტიზას, როდესაც იქ შესული ადამიანები მას დახმარებას კი არ უწევდნენ და მკურნალობაში კი არ ერეოდნენ, როგორც სამედიცინო პერსონალი ამბობს, არამედ ყველაფერი გროვდებოდა იმისთვის, რომ ბოლოს ჩაყრილი დიაგნოზები გამოსულიყო, რაც არადამაჯერებელი აღმოჩნდა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„თვითონ იმ ექსპერტების დაკითხვით გამოიკვეთა, რომ ისინი საოცრად არადამაჯერებელი იყო. მე მქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც იმ დიაგნოზების მქონე ადამიანზე ვთქვი, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 6-დან 9 თვემდე. ეს ლიტერატურიდან ამოვიღე, მეცნიერულად დასაბუთებული. სამწუხაროდ, ეს ადამიანი მართლა 6 თვეში გარდაიცვალა. აქ კი 1 წელია უკვე ამბობენ, რომ ხვალ მოკვდება, ზეგ მოკვდება, როდესაც შენი არც ერთი პროგნოზი არ მართლდება, შენ ექსპერტი აღარ ხარ – ან არასწორ მეთოდიკას ეყრდნობი ან არასწორად სვამ დიაგნოზს. აქედან გამომდინარე, იმ ჩემმა კოლეგებმა, ექიმებმა განსაკუთრებით, რომლებმაც დიაგნოზი დასვეს და თქვეს, რომ ხვალ მიკვდება, ზეგ მოკვდება, ე.ი. ეს ყველა ექიმი თავის პროფესიულ საქმიანობაში საკმაოდ ჩაიჭრა. თუ არადა, მეორე შემთხვევაში გაქვს დაინტერესება, რომ როგორმე გარეთ გამოიყვანო და მერე ყველაფერი სულერთია. გულწრფელად გეტყვით, მე სულ სხვა დიაგნოზს ვფიქრობ. ვიცნობ რა ამ ადამიანს, ვიცი მისი პოლიტიკური ლტოლვები, ის პოლიტიკური მიზნებისთვის ყველაფერზე წავა. მისთვის მიზანი ყველაფერზე მთავარია. ის მედიკოსი არ არის და ვერ აცნობიერებს იმას, რომ 1-2 წლის შემდეგ მისი გონებრივი შესაძლებლობები აბსოლუტურად სხვანაირი იქნება. მან ეს რომ იცოდეს, ამას არ გააკეთებდა“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია მურღულია: გაახილე თვალი? – უბრალოდ, შექმენი შენი ახალი დღე
Next post დღეს წითელი პარასკევია – მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს