მათი მიზანი იყო მაჟორიტარიზმის პრინციპის შენარჩუნება და ეს პრინციპი არის შენარჩუნებული – ირაკლი კობახიძე

Read Time:1 Minute, 2 Second
მათი მიზანი იყო მაჟორიტარიზმის პრინციპის შენარჩუნება და ეს პრინციპი არის შენარჩუნებული – ირაკლი კობახიძე
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ჩამოგვეყალიბებინა ისეთი მოდელი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნებოდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, ასევე, ჩვენი დეპუტატებისთვის, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, აქედან გამომდინარე, წინააღმდეგობა მათი მხრიდან არ არის”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. დეპუტატი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუშინ, მაჟორიტარებთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი არ ესწრებოდა. რაც შეეხება, გამართულ შეხვედრას, მისი ინფორმაციით, მაჟორიტარებსა და გუბერნატორებთან კონსულტაციები ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით გაიარეს. „ამოსავალი წერტილი იქნება ევროსაბჭოს სტანდარტი – თანაბრობის პრინციპი, თუმცა, ამ პრინციპის ფარგლებში, შეიძლება, რომ იყოს გარკვეული სხვადასხვაობა განაწილებებს შორის, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ის კონსულტაციები და ამ კონსულტაციებში ჩართული იყო ყველა მაჟორიტარი დეპუტატი. კახა ოქრიაშვილზე იკითხეთ – გუშინ სპეკულაციურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის არ ესწრებოდა კონსულტაციებს, რაც არასწორია. ის ესწრებოდა ამ კონსულტაციებს. რაც შეეხება მათ თანხმობას, ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ჩამოგვეყალიბებინა ისეთი მოდელი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნებოდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, ასევე, ჩვენი დეპუტატებისთვის, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის. აქედან გამომდინარე, არათუ არსებითი და პრინციპული, წინააღმდეგობა მათი მხრიდან არ არის. მათი მიზანი იყო მაჟორიტარიზმის პრინციპის შენარჩუნება, ეს პრინციპი არის შენარჩუნებული და მათი მიზანი, ასევე, იყო სტაბილურობის სათანადო ხარისხით უზრუნველყოფა და ეს მიზანიც არის მიღწეული ამ ახალ მოდელში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საუბრის დასასრული

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოზურგეთში იტალიიდან ჩამოსულმა ქალმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია
Next post “სული რომ უნდა ვუბეროთ ის კაცია – სანდო, საოცარ გუნდთან ერთად”