ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

Read Time:51 Second
ბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
 
მოსამართლე გიორგი არევაძემ განაჩენი უკვე გამოაცხადა.
 
გარდაცვლილის ძმის, ბექა სირაძის განცხადებით, ოჯახი მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის პასუხისგებაში მიცემით არ შემოიფარგლება და გაგრძელებს ბრძოლას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ლუკა სირაძის დაკითხვის პროცესში მონაწილეობდა.
 
მისივე თქმით, გამოძიება სხვა პირების წინააღმდეგ გრძელდება.
 
„ოჯახის მოთხოვნა და ინტერესი იყო მაქსიმალური სასჯელი – 5 წელი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ უსამართლობაა. ჩოლოიანის ადვოკატები საერთოდ საპირისპიროს, მის უდანაშაულობას ამტკიცებდნენ. მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი – 3 წელი. განაჩენის გასაჩივრებას რაც შეეხება, პროკურორთან და ადვოკატებთან გავივლით ამ ყველაფერს და ამის შესაბამისად გავაგრძელებთ პროცესს“, – განაცხადა ბექა სირაძემ.
 
2019 წლის 12 დეკემბერს 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. მას 17 დეკემბერს 20:10 საათზე გაუჩერდა გული.
 
გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავეს. საიას ინფორმაციით, მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი ყინწვისის სპეცოპერაციის გამოძიებაშიც ფიგურირებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – უხილავი გამოწვევის ფონზე „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა ცხადყოფს მზადყოფნას, წინააღმდეგობების მიუხედავად, მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა
Next post პარლამენტში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხს განიხილავენ