19 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა პავლე აღმსარებლის, ღირსი ბარლაამ ხუტელის, ღირსი ლუკა ტავრომენიელისა და ქალწულმოწამეთა ხსენების დღეს. ასევე, საეკლესიო კალენდრით (ძველი სტილით 6 ნოემბერი) იხსენიება ღირსი ილარიონ ქართველი (საკვირველთმოქმედი).
ამ დღეს მორწმუნეები კითხულობენ დღის წმინდანთა ტროპარ-კონდაკებსა და ყოველდღიურ ლოცვებს.
წმინდა პავლე აღმსარებლის კონდაკი:
„გამოკრთი შენ ქუეყანასა ზედა, ვითარცა ვარსკულავი ცისა მნათობი, და განანათლენ კიდენი ქუეყანისანი სწავლითა შენითა, მღდელმთავარო პავლე, და სული შენი დასდევ ერისათვის შენისა, და აწ წინაშე ღმრთისა სდგა მარადის, ევედრე მას ჩუენ ყოველთათვის“.
ღირსი ილარიონ ქართველის ტროპარი:
„მადლი ჰპოვა სოფელმან შობითა შენითა და სათნოებათა მდინარითა მოირწყა საქართველო, რომელმან ვითარცა მზემან ელვარემან განანათლენ სულნი ჩუენნი, ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის“

