ლომჯარია: ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართეთ, რომ დაჩქარდეს ტატუნაშვილის გადმოსვენება

Read Time:1 Minute, 11 Second

სახალხო დამცველის ოფისმა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწვდინა ხმა და ვცდილობთ კიდევ დამატებითი კავშირები გამოვიყენოთ, რაც დააჩქარებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრამდე განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ნინო ლომჯარიამ ამ წუთებში სოფელ წიკლანში იმყოფება, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

მისი თქმით, ტატუნაშვილის ოჯახისგან მოისმენს, თუ რამდენად არიან კმაყოფილი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებით.

”ჩემი ჩამოსვლის მიზანი იყო პირველ რიგში, პირადად მიმესამძიმრებინა გარდაცვლილის ოჯახისთვის და ჩამეყენებინა საქმის კურსში, თუ რას აკეთებს სახალხო დამცველი. ჩვენ ჩვენი მხრიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდინეთ ხმა და ვცდილობთ კიდევ დამატებითი კავშირები გამოვიყენოთ, რაც დააჩქარებს ცხედრის გადმოსვენებას. მე დავინტერესდები, თუ რა აქვს თავად ოჯახს ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის სათქმელი, რამდენად არის კმაყოფილი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებით და ყურადღებით და რისი გაკეთება შემიძლია ამ ეტაპზე. სამწუხაროდ, მე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, რომ ოჯახს გადავცე”, – განაცხადა ლომჯარიამ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

სამოქალაქო მოძრაობის “ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის დამკვეთი ოკუპირებული ახალგორის გამგებელი ფილიპ ხაჩიროვია, შემსრულებელი კი დეფაქტო ცხინვალის მილიციის წარმომადგენელი ლუდვიგ ხაჩიროვი.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: გამყოფ ხაზებთან უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე ვმუშაობთ
Next post ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის კანცლერად ანგელა მერკელის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს