ლოიდ ოსტინის განცხადებით, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინის გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში

Read Time:48 Second

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინის გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

„არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ნატო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს დადების უფლება. უკრაინას აქვს უფლება, გარე ჩარევის გარეშე გადაწყვიტოს თავისი მომავალი საგარეო პოლიტიკა “, – აღნიშნა ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი ურყევია.

რაც შეეხება უკრაინის განზრახვას, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ოსტინმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ოფიციალური კიევს თავდაცვის რეფორმის განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს ალიანსის წევრობის კრიტერიუმების მიღებას.

„ეს აგრეთვე ითვალისწინებს უკრაინის შესაძლებლობების ზრდას დემოკრატიული და სამოქალაქო კონტროლის, ასევე პერსონალის მართვასთან დაკავშირებით“, – დაამატა ოსტინმა.

გარდა ამისა, თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-უკრაინას შორის თანამშრომლობა გაგრძელდება უზრუნველსაყოფად, რომ ამ სახელმწიფომ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ლოიდ ოსტინმა დაამატა, რომ აშშ-ის პოზიცია არ შეიცვლება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მიმართ რეგულარული დახმარების გაწევის კუთხით და ოფიციალური ვაშინგტონი განაგრძობს პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

„თქვენ შეგიძლიათ დაელოდოთ, რომ ჩვენ თქვენს მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ეს რეგიონი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოსტინმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – შემართებით ვართ, დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ
Next post ბათუმში, ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარედ არსებული კორპუსიდან 40-მდე ოჯახი გაიყვანეს