ლილუაშვილი პანკისის მოვლენებზე: პოლიციელზე აღმართული ხელი სახელმწიფოზე აღმართული ხელია

Read Time:1 Minute, 4 Second

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს განიხილავენ. როგორც დეპუტატებთან სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, პანკისში დამატებითი ძალები მას შემდეგ შევიდნენ, რაც იქ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს პრობლემები შეექმნათ.

“ჩვენი ინფორმაციით დამატებითი ძალების შეყვანა განხორციელდა მას შემდეგ რაც იქ შესული სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს შეექმნათ პრობლემები, მათ შორის პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. თავიდან იქ იმყოფებოდა 37 პოლიციელი, ხოლო მათთან შეტაკების შემდეგ მოხდა დამატებითი ძალების შეყვანა.

აქ ერთი მომენტია რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. რა თქმა უნდა ნებისმიერი მოქალაქის ინტერესი სახელმწიფოსთვის საინტერესოა ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ პოლიციელი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს და პოლიციელზე აღმართული ხელი არის სახელმწიფოზე აღმართული ხელი, ამის პრეცენდენტის საშუალება არ უნდა მივცეთ არც ერთ რეგიონში”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კითხვაზე იყო თუ არა პროცესი მართული, ლილუაშვილი პასუხობს: “ვერაფერს გეტყვით, ვსწავლობთ პროცესს და დასკვნებს გავაკეთებთ”, – განაცხადა ლილუაშვილმა და დასძინა, რომ სუსი არ გამორიცხავს ამ პროცესში არაკეთილმოსურნე ძალების, მათ შორის საგარეო საფრთხეების არსებობასაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27-გვერდიანი ანგარიში პარლამენტს რამდენიმე კვირის წინ წარუდგინა. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ხეობაში მომხდარი დაპირისპირების გამო სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია, მათ შორის 38 პოლიციელსა და 17 ადგილობრივს. შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვცდილობ, ავაცილო იმ ხეს ჩემი შვილი”-“თავში უამრავჯერ დავატრიალე ეს კადრი…მევლუდ მელაძე საბედისწერო ავარიის შესახებ
Next post „ბოლო დროს, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე”- რატომ არ მონაწილეობს ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობასთან კარვების აქციაში