ლიზა იასკო-გაათავისუფლეთ პუტინის პირადი პატიმარი, ჩვენ ის უკრაინაში გვჭირდება

Read Time:33 Second

უკრაინის რადას დეპუტატი და საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი ლიზა იასკო, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მან ფეისბუკზე Washington post-ისთვის მიცემული ინტერვიუს ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ 2008 წელს დასავლეთს სწორი რეაქცია რომ ჰქონოდა რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის ფაქტზე, უკრაინაში 2014 რუსეთი ვერ შევიდოდა.

„დასავლეთს რომ ეპასუხა ძალიან მწვავე რეაქციით რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს, ჩვენ არ გვექნებოდა მეორე შეჭრა უკრაინაში 2014 წელს“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

იასკომ, ასევე, დაწერა, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია და ის უნდა გაათავისუფლონ, რადგან ახლა ის უკრაინას სჭირდება.

„უკრაინაში საშინელებათა მე-5 დღეა! ისწავლეთ გაკვეთილები საქართველოდან! მოახდინეთ რუსეთის იზოლირება! გაათავისუფლეთ საქართველოს ციხიდან პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი! ჩვენ ის გვჭირდება უკრაინაში!“ – წერს იასკო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი – საინტერესო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ჩვენ წინაშე მდგარ ყველა საკითხზე
Next post რატი ბრეგაძე: საქართველომ უპირობოდ დაუჭირა მხარი უკრაინის სასარგებლო პოზიციას ყველა საერთაშორისო ფორმატში, იქნებოდა ეს ეუთო, გაერო თუ ევროსაბჭო