,,ტელეიმედის” ინფორმაციით ლიბიაში დაკავებული, საქართველოს სამი მოქალაქე 153-ე დღეა ლიბიის ციხეში გაუსაძლის პირობებში არიან. მათ ინტერესებს უკვე ორი თვეა არავინ იცავს. მეზღვაურები ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული ადვოკატი თავის მოვალეობას არ ასრულებს.
დაკავებულთა ოჯახები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და დახმარებას ითხოვენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება აქტიურად არის ჩართული ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საქმეში. საკონსულო მუდმივ კავშირზეა, როგორც დაკავებულებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.
ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაური სექტემბერში დააკავეს მათ პატიმრობა შეუფარდეს. ქართველ მეზღვაურებს საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და კონტრაბანდას ედავებიან.