ლვოვიდან პოლონეთის მიმართულებით დღეს საქართველოს კიდევ 50 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

Read Time:20 Second

უკრაინის ქალაქ ლვოვიდან პოლონეთის მიმართულებით დღეს საქართველოს კიდევ 50 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ლვოვიდან იუწყება.

აღნიშნული მოქალაქეებიდან 20 პირი ლვოვში ჩავიდა მარიუპოლიდან, სადაც განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა. ისინი ყვებიან, რომ დაახლოებით 20 დღის განმავლობაში იყვნენ უმძიმეს პირობებში და ბოლოს, თავშესაფრებში ყოფნაც აღარ იყო უსაფრთხო, რის გამოც ფეხით დაახლოებით ოცი კილომეტრი გაიარეს, რათა ლვოლვში მოხვედრილიყვნენ.

საქართველოს მოქალაქეები დღეს გაემგზავრნენ პოლონეთის საზღვრისკენ, საიდანაც საქართველოში გამოემგზავრებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პოლონეთის ხელისუფლება 45 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
Next post სასტიპენდიო პროგრამები ჩეხეთში სწავლის მსურველთათვის!