23 დღეა რაც პარტიის თავმჯდომარე ვარ და უკვე 20-ზე მეტ რაიონში ვიყავი – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„23დღე გავიდა, რაც თავმჯდომარე ვარ და ამ დროისთვის აბსოლუტურად ყველა რაიონში, რეგიონულ მდივანს მიღებული აქვს დავალება, რომ ლოგისტიკური ცენტრები იყოს შექმნილი. 23 დღეში, 20-ზე მეტ რაიონში ვიყავი, 40-ზე მეტ რაიონში გაიხსნება ოფისები. დედაქალაქში, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი უკვე გახსნილია, ამავე დროს ქუთაისშიც დამატებით. ლოგისტიკის აწყობით ვარ დაკავებული ეს 23 დღეა, რაც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რეგიონის აქციები თბილისში, უახლოეს პერიოდში, ამავე თვეში მოიყრის თავს. ჩვენთვის მთავარი ბრძოლის ხაზი იქნება ხალხთან მუშაობა“- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.