ლევან ხაბეიშვილი: პუტინი გამოკეტილია მოსკოვში – „რუსული ოცნების“ პოლიტიკური დღეები დათვლილია

Read Time:47 Second

პუტინი გამოკეტილია მოსკოვში – „რუსული ოცნების“ პოლიტიკური დღეები დათვლილია – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას გამოეხმაურა.

„ბიძინა ივანიშვილის პატრონი, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი პუტინი, ფაქტობრივად, ჩაკეტეს მოსკოვში, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აღარ შეეძლება ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტი და თუ ის დააპირებს ამას, მას დააკავებენ. ეს არის კონკრეტული გადაწყვეტილება და ის, როგორც დამნაშავე მსოფლიომ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა. პუტინი ვეღარ გავა კრემლიდან და ის გამოკეტილია მოსკოვში. ეს არის სიგნალი პუტინისტური რეჟიმებისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოვდება და რეალური ხდება სანქცირება, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის. მინდა გავაფრთხილო “რუსული ოცნების” წარმომადგენლები საქართველოში, თქვენი პოლიტიკური დღეები დათვლილია და საქართველოს ისტორიის და მსოფლიო ისტორიის წინაშე თქვენ იქნებით თავმოჭრილები, შერცხვენილები როგორც მთავარი პუტინისტები და კრემლის გაგრძელება საქართველოში. კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე არსებობს და დამნაშავეს, მსოფლიოს ტერორისტს ფეხქვეშ რამდენიც არ უნდა გაეგოთ იცოდეთ, რომ ის დამარცხებულია, ის, როგორც პოლიტიკოსი აღარ არსებობს და დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის ის არსებობს როგორც ტერორისტი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა
Next post მეტროსადგური „გოცირიძე“ ხვალიდან მგზავრებს მოემსახურება