ლევან ხაბეიშვილი: ოპოზიცია გავაკეთებთ ყველაფერს. არის ფიზიკურად საჭიდაო? ვჭიდაობთ

Read Time:51 Second

ჩვენ ფიზიკურად გვიწევს საქართველოს კონსტიტუციის დაცვა, რადგან ჩვენი პროდასავლური კურსი კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყება ვერ ხერხდება.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არის ანტიდასავლური და პუტინისტური კანონი.

„ამათ შემოაქვთ ანტიდასავლური, პუტინისტური კანონი, ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ჩაეწერებიან ისტორიაში, როგორც პუტინის, კრემლის მსახურები და რუსების აგენტურა.  საათ-ნახევარია ბლოკირებულია საკომიტეტო დარბაზი, ვერ იწყებენ სხდომას, ჩვენ ფიზიკურად მოგვიწია ჩვენი ქვეყნის ინეტერესების დაცვა.

ჩვენ გეგმა გვაქვს ბრძოლა და მოქმედება, რაც შეგვიძლია, ფიზიკურად არის დასაცავი, ფიზიკურად დავიცავთ, კანონით არის დასაცავი, კანონით დავიცავთ. დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობა ვართ დარბაზში. ოპოზიცია ახლა არის ერთად, ახლა არ არის განსხვავებების დრო, ახლა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ.

ჩვენ ვიცავთ ფიზიკურად, რაც შეგვიძლია. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყანა იქნება ჩვენი დასაცავი. ოპოზიცია გავაკეთებთ ყველაფერს. არის ფიზიკურად საჭიდაო? ვჭიდაობთ. მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სხდომა არ დაიწყოს“, – განაცხადა  ლევან ხაბეიშვილმა.

სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი უნდა განეხილათ. საკომიტეტო სხდომის დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია გაბრიჭიძე: დღეს პარლამენტში მიცვივდნენ ჯაშუშები და გააპროტესტეს ამერიკული კანონი. ამბობენ, რომ რუსულია, მაგრამ არის ამერიკული და პირდაპირ ნათარგმნი
Next post რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე: პირველი ელენე ხოშტარია ჩაწერონ, რომელიც მოსკოვიდან ფინანსდება