ლევან ხაბეიშვილი: მე „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ მაქვს, პირდაპირ გეუბნებით და, ცხადია, ვიქნები ამ პარტიაში

Read Time:33 Second

მინდა ჩემს თანაგუნდელს, ნუგზარ წიკლაურს ვკითხო, ხაშურში ვარ, პარტიის მხარდამჭერებს ვხვდები და ბატონო ნუგზარ, ჰკითხეთ, აბა, ნიკა მელიას თავისი თავმჯდომარეობის პირობებში თუ შეხვედრია პარტია „ენმ“-ს ხაშურის ჩვენს მხარდამჭერებს, წევრებსა და ლიდერებს. მარტივი კითხვა დაუსვას და თუ პასუხი იქნება, კი, მაშინ მე ვიტყვი, რომ ვცდები და ნიკა მელია სჭირდება პარტიას, – ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, პარტიას სჭირდება ლიდერი, რომელიც ბევრს იმუშავებს ამომრჩეველთან.

„პარტიას სჭირდება თავმჯდომარე, ლიდერი, რომელიც ძალიან ბევრს იმუშავებს მის ამომრჩეველთან, მის ლიდერებთან და ექნება მუდმივი კომუნიკაცია. შესაბამისად, გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ გაიმარჯვა ენმ-მ, ენმ-ში იქნება არჩევნები. მე „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ მაქვს, პირდაპირ გეუბნებით და მე, ცხადია, ვიქნები ამ პარტიაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც ამ ტრაგედიის შემდეგ პირველად მივედი მათთან… ყველაფრის გარეშე წარმომიდგენია ჩემი თავი რაც არ უნდა ტრაგიკული იყოს მაგრამ მათ გარეშ არა…
Next post მიხეილ სარჯველაძე: იუსტიციის სამინისტრომ ძალიან სერიოზული განაცხადი გააკეთა პატიმრების უფლებების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლასთან დაკავშირებით,