ლევან ხაბეიშვილი – გაძლევთ პირობას, სააკაშვილთან ერთად ავაშენებთ უდიდეს აეროპორტს სოხუმში, ბევრი საქმე გვაქვს, დაწყებული ლაზიკის მშენებლობიდან, რომელიც უპირობოდ უნდა შევუსრულოთ ხალხს

Read Time:47 Second

მე გავაკეთე განცხადება ანაკლიაში სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება მთავარი არქიტექტორი სოხუმში უდიდესი აეროპორტის. დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოგვეხმაურა და, ცხადია, დაადასტურა, რომ სოხუმის აეროპორტი, სოხუმის საჰაერო სივრცე არის საქართველო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს აძლევს პირობას, რომ სააკაშვილთან ერთად სოხუმში უდიდეს აეროპორტს ააშენებენ.

„სოხუმი საქართველოა. იმისთვის, რომ საქართველო ერთიანი, ძლიერი, ევროპული იყოს, რუსეთის გუბერნია რომ არ გავხდეთ, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. დღეს კანცელარიასთან არის მთავარი გზავნილი რუსული ხელისუფლების მიმართ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო. მსოფლიოში არ მოიძებნება პოლიტიკური ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოლიტიკურად არ მიიჩნევს პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეს.

ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, დაწყებული ლაზიკის მშენებლობიდან, რომელიც უპირობოდ უნდა შევუსრულოთ ჩვენს ხალხს, რადგან იქ საუბარია 30 მილიარდი ლარის ინვესტიციაზე და ეკონომიკაზე, ათიათასობით სამუშაო ადგილზე. გავიმეორებ, სახელმწიფო დეპარტამენტი გამოგვეხმაურა, რომ სოხუმის საჰაერო სივრცე არის საქართველოს საჰაერო სივრცე. მე და ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გაძლევთ პირობას, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ავაშენებთ უდიდეს აეროპორტს სოხუმში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკავშირის ანგარიში – საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა მათი აღსრულება უნდა გაძლიერდეს
Next post ლევან ხაბეიშვილი: “პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო”